სააკაშვილმა იარაღით ვაჭრობაში პარტნიორები ჩართო, ხოლო მიღებული ფულით ქართულ პოლიტიკას აფინანსებს – „ვიკილიქსის“ სკანდალური ჩანაწერი

უკრაინული „ვიკილიქსი“ მორიგ სკანდალურ ჩანაწერს აქვეყნებს. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ოლიგარქს, კობა ნაყოფიას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრება, რომლის გაშიფრული ტექსტიც “ვიკილიქსზე” გამოქვეყნდა. საუბარი რესტორან „სან-პაულოში“ შედგა.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მას ხელში ჩაუვარდა თამარ ჩერგოლეიშვილის და გიგა ბოკერიას მიმოწერები. ამასთან, ჩანაწერში საუბარია ექსპრეზიდენტის ბიძაზე თემურ ალასანიაზე.
მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრის გელა ხვედელიძესაც ახსენებს და აღნიშნავს, რომ ის ახალაიას და ადეიშვილს შეხვდა.

სააკაშვილი:  დალევ რამეს?
ნაყოფია:  ჩაის დავლევდი, დღეს კიდევ რამდენიმე შეხვედრა მაქვს.
სააკაშვილი:  კარგი, როგორც გინდა, იქ ყველაფერი ძალიან სერიოზულადაა. მე იქიდან საინტერესო მასალები მივიღე.
ნაყოფია:  საქართველოდან?
სააკაშვილი:  ხო, მე ის ხერხეულიძემ მომიტანა, რომელსაც მასალები ხათუნა ოჩიაურმა მიაწოდა – მის დას ჩერგოიდების მიმოწერა ჩაუვარდა ხელში (ჩერგოიდები – თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია).
ნაყოფია:  მაგარია! და რა სიახლეა?
სააკაშვილი:  ეს არის დახურული ჯგუფიდან აღებული მიმოწერა. ინფორმაცია ბომბაა. ის არის ამ გაუმაძღარი იდიოტების გეგმები, ისინი ჩვენი ხალხის გადაბირებაზე მუშაობენ. არასოდეს ვაპატიებ იმას, რაც ჩემზე დაწერეს. ყველას გავყრი – დედებს ვუტირებ. აი რომ მოხვალ, ჩემთან, წაგაკითხებ.
ნაყოფია:  მაგათი დედას შე….ი! მე ვფიქრობ, უნდა დავასწროთ და  მათ დაკრულზე არ უნდა ვიცეკვოთ. ყველაფერი დანაკარგების გარეშე უნდა გაკეთდეს. ამ მასალებში ჩანს, ვის რა პოზიცია უკავია?
სააკაშვილი:  მოდი ჩემთან და ყველაფერს ნახავ. მალე ახალ მასალებსაც მომაწვდიან.
ნაყოფია:  მე დღეს იმ ბინის საკითხზე უნდა შევხვდე და მერე შემიძლია მოვიდე. 9 საათზე გაწყობთ?
სააკაშვილი:  10-ზე მოდი. იმედია იმ დროისთვის, ბინის შესახებ ყველა დეტალი გეცოდინება. მოდი, კიდე თევზი დავამატოთ.
ნაყოფია:  ახლავე ვეტყვი. რა მინდოდა მეთქვა – როგორც მითხარით, მე ელისოს 4 ათასი დოლარი მივეცი. მან მადლობა გადმოგცათ და თქვა, რომ ძალიან მოტივირებულია და ის ჩერგოლეიშვილ-ბოკერიას წყვილს კიდე მიაწვება. კარგია, რომ ელისო ჩვენს მხარეზეა.
სააკაშვილი:  ვიგინდარა ქალია, მაგრამ რასაც ვავალებთ, ყველაფერს კარგად აკეთებს. მას შეუძლია საჭირო ინფორმაციის მოპოვება და სადაც საჭიროა, იქ გავრცელება. ჩვენ გვჭირდება, რომ ბოკერიას და ჩერგოიდების ყველა „შისტიორკა“ მოვსპოთ. სწორედ ამაზე მუშაობს ის ახლა.
ნაყოფია:  კი, მეც ასე ვფიქრობ. მან იცის, სკანდალური ინფორმაცია საიდან მოიპოვოს. მთავარია, რომ თქვენ მუშაობისთვის სწორი მიმართულება მისცეთ.
სააკაშვილი:  ვიცი მე მას რაც სჭირდება. ეგ კარგად მყავს მიბმული, აქ  რო მყავდა ჩამოყვანილი  ერთი თვის წინ მაგრად მოვქოქე, კმაყოფილი წავიდა. მაშინაც ამდენივე მივეცი.
ნაყოფია:  კი ვიცი, მაგარია!
სააკაშვილი:
ადრე ხო კეზერა აძლევდა ფულს. ახლა, ეგ გაქნილი პიდარასტი ბოკერიას შეეკრა და კაპიკს აღარ აძლევს. აღარ მაქვსო. მაგას დაავიწყდა ეგ ფული საიდან იშოვა? ცოტა ხანში ყველას გავუხსენებ, არ შევარჩენ, ჩავხევ სუყველას. „მელკი“ ვიგინდარები არიან ყველანი.
ნაყოფია:  ებრაელი ნაბიჭვარია ეგ. მაგას რა გონია! არაუშავს, სამაგიეროდ ის მოლაპარაკებები მიდის კარგად.
სააკაშვილი: ხო, ეგ კარგია. ბიძაჩემმა  კარგად გაჭრა ის კანალები და წამოვაო. ძალიან კმაყოფილია. ამბობს – ფულიანი საქმეოა. მაგრამ ამ კეზერა ნაბიჭვრის გამო ჩვენ მოგვიწევს  ელისოსთვის ფულის გადახდა. შენ უკვე მეორედ მიეცი ხო მაგას?
ნაყოფია: დიახ, მეორედ, ჯამში 8 ათასი. გეთანხმებით, გვჭირდება ეგ ქალი და უნდა გავაგრძელოთ გადახდა. კეზერა მგონი უფრო მსუყედ კვებავდა და შესაძლოა დაფინანსების გაზრდაც არ იყოს ურიგო, თქვენ როგორც გადაწყვეტთ.
სააკაშვილი: არ არის საჭირო, მუშაობის მიხედვით დაელოდოს პრემიას. მაგის თხუნელაც ხო იყო ბუდაპეშტში ჩასული, ახალაიას და ადეიშვილს შეხვდა, ძირითად მიმართულებებზე მოილაპარაკეს. ადე კმაყოფილი იყო.
ნაყოფია: ეგ კი, ვიცი. მთავარია სწორი მიმართულება ჰქონდეს და არ დაიწვას. ვინ წარმოიდგენდა  ხვედელიძე თუ ჩვენ დაგვეხმარებოდა.
მიხეილ სააკაშვილი: აბა რა ეგონათ. ხო გითხარი ვიცი მაგათ რაც უნდათ. რეგულარულად ვაჭმევ.

უკრაინულმა “ვიკილიქსმა” მანამდე არაერთხელ გამოაქვეყნა მასალები იარაღით ვაჭრობასთან მიხეილ სააკაშვილის კავშირის თაობაზე.
“მიხეილ სააკაშვილის ბიძას – თემურ ალასანიას ამ ბინძურ საქმეში წამყვანი როლი უკავია. უახლოეს მომავალში ჩვენ ამ საქმესთან დაკავშირებული პირების ვინაობის დადგენას შევეცდებით”, – წერს “ვიკილიქსი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები