პოლონეთში ამერიკული ჯავშანტექნიკის განთავსებას მოსკოვი „პროვოკაციას“ უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, კერძოდ პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში ათასობით ამერიკელი სამხედროს და ასობით ერთეული ჯავშანტექნიკის განთავსებას პროვოკაციას უწოდებს.
„ჩვენ ვაკვირდებით ბალტიის ქვეყნებში აშშ-ის სამხედროების განთავსების პროცესს. ეს არის ჩვენი საზღვრის სიახლოვეს პროვოკაციის მორიგი მაგალითი, რასაც „რუსეთის შეკავების სურვილით ხსნიან“ – განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვა აცხადებს, რომ ამ გზით აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ორმხრივი ურთიერთობების გართულებას ცდილობს, რათა „თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ არამეგობრული პოლიტიკის მძევალი გახდეს“. ამასთანავე მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი ადმინისტრაცია რუსეთთან კონფრონტაციის პოლიტიკას არ გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები