ხაშურის რაიონში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

სოფელ ალთან მომხდარი ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 წლის ბავშვი და 15 წლის მოზარდი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. გოგონა ხაშურის საავადმყოფოშია მოთავსებული, მას რეანომობილით თბილისში გადაიყვანენ, სადაც, სავარაუდოდ, ოპერაცია ჩაუტარდება.
როგორც „კვირას“ ხაშურის საავადმყოფოში განუცხადეს, დანარჩენი სამი დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშურის რაიონში, სოფელ ალთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის ავტომობილი და „ნივა“ შეეჯახა. გარდაცვლილია სამი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი სასულიერი პირია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები