პარიზში მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომა კვორუმის უქონლობის გამო გადაიდო

პარიზში ევროპის საბჭოს მოსამართლეთა სხდომა, სადაც საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატებისთვის უნდა ეყარათ კენჭი, კვორუმის უქონლობის გამო, ვერ შედგა. ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას ისაუბრა, რომელმაც სხდომის გადადების შესახებ სოციალურ ქსელ  ფეისბუქში დაწერა.
“კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, შემდეგი სხდომა ჩაინიშნოს უახლოეს პერიოდში, 22 იანვარს, იანვრის საპარლამენტო სესიამდე. კომიტეტის კვორუმს 1 დეპუტატი დააკლდა. წესების თანახმად, კენჭისყრაში მხოლოდ ის დეპუტატები მონაწილეობენ, ვინც ესწრებოდა კანდიდატების განხილვას და ინტერვიუებს“, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ,  ეკა ბესელიამ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით პარიზში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები