გიგი უგულავა: მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის ადამიანური ტკივილი

მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის ადამიანური ტკივილი, – ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
როგორც უგულავამ აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს არ შეუქმნია.

”არ მიყვარს მიკიბ-მოკიბული საუბარი, ეს ერთი კვირა რასაც ვაკვირდებოდი, ძალიან მძიმე სურათი დამხვდა და თუ რამე შანსი
იყო, რომ პარტიის ერთიანობა შენარჩუნებულიყო, მე მაქსიმუმს დავდებდი და ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ეს პარტია გადარჩენილიყო. ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს, ის იყო ამ პარტიის პირველი თავმჯდომარე, მაგრამ ეს პარტია შექმნა ძალიან ბევრმა თავისუფალმა, ძლიერმა ადამიანმა. ნაწილი მათგანი დღეს ციხეში იმყოფება, მათ შორის პარტიის გენერალური მდივანი. მიხეილ სააკაშვილი არის დღეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა. მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის ადამიანური ტკივილი”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავას თქმით, სააკაშვილი არ არის ლიდერობის ღირსი.
„მე ამას ვამბობ გულის ტკივილით, რადგან ეს არ არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ლიდერობას ასხივებდა, რომელიც ხალხს აძლევდა იმედს 2002 წელს”, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები