სამართალდამცველები ქობულეთში 55 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ
სამართალდამცველები უკვე მეორე დღეა, ქობულეთში 55 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ქობულეთის პოლიციაში მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ საღამოს შევიდა და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ბოლოს ორი დღის წინ სოფელ ოჩხამურში ნახეს, სადაც სანადიროდ იყო წასული.