“ნაციონალური მოძრაობის” ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთა ხვალ საგანგებო განცხადებას გააკეთებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთა პარტიის ცენტრალურ ოფისში ხვალ პრესკონფერენციას გამართავს. სავარაუდოდ, ისინი პარტიის დატოვების შესახებ გააკეთებენ განცხადებას.
როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ანონსშია ნათქვამი, ხვალ პარტიის ლიდერების ნაწილი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრებს.
როგორც აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, სწორედ 12 იანვარს გააკეთებს ”ნაციონალური მოძრაობის” აღნიშნული ფრთა პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადებას. ისინი ”ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად არსებულ ბლოკში, ”ევროპულ საქართველოში” გადაინაცვლებენ.
პრესკონფერენცია ხვალ 15:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები