მოსულის შტურმის დაწყებიდან ქალაქი 135 ათასმა ადამიანმა დატოვა
ერაყის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ მოსულის შტურმის დაწყებიდან ის 135 ათასმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ გაეროს ანგარიშშია აღნიშნული, მხოლოდ 2 იანვარს ქალაქიდან 4 ათასამდე ადამიანი გაიქცა, რომლებიც დაბომბვებს და „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ გაურბიან.
როგორც გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის სამმართველოს უფროსმა იენს ლერკემ განაცხადა, სამხედრო ჰოსპიტალებში სხვადასხვა ჭრილობებით ბოლო 3 დღეში მოსულის 700 მკვიდრი მიიყვანეს.