ობამამ გამოსამშვიდობებელი გამოსვლის დროს მეუღლეს მიმართა და ცრემლი ვერ შეიკავა (ვიდეო)

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოსამშვიდობებელ გამოსვლაში ამერიკელებს დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდა, ხოლო მოხსენების ბოლოს ცრემლი ვერ შეიკავა.
მან რასიზმს და ეკონომიკურ უთანასწორობას შეერთებული შტატების დემოკრატიისთვის ერთ-ერთ ძირითად საფრთხედ დაასახელა.
ობამამ ასევე განაცხადა, რომ მსოფლიო წესრიგს რელიგიური ფანატიკოსები და ავტოკრატიული რეჟიმები ემუქრებიან. აშშ-ის პრეზიდენტმა გამოსამშვიდობებელი სიტყვით ჩიკაგოს „მაკორმიკ პლეისის“ კონგრესცენტრში გამოვიდა.
ობამამ განაცხადა, რომ არ სურდა სიტყვის წარმოთქმა თეთრ სახლში, არამედ გადაწყვიტა ეს ჩიკაგოში გააკეთოს, „სადაც ყველაფერი დაიწყო“. სწორედ იქ იმყოფებოდა ის 2008 წელს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
ობამასთან ერთად კონგრესცენტრში პირველი ლედი მიშელ ობამა და ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმყოფებოდა.
ობამამ ვერ შეიკავა ცრემლები, როდესაც თავის მეუღლეს მიშელ ობამას მიმართა: „ბოლო 25 წლის განმავლობაში შენ არა მარტო ჩემი ცოლი და ბავშვების დედა, არამედ ჩემი საუკეთესო მეგობარიც იყავი. მე ვამაყობ შენით და მთელი ქვეყანა ამაყობს შენით“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები