ქართველი და ირანელი ხელოვანების გამოფენა – „სასიყვარულო ჩანახატები“ გაიხსნება

13 იანვარს, 18:00 საათზე, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში, გაიხსნება გამოფენა – „სასიყვარულო ჩანახატები“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენაში ირანელი და ქართველი ხელოვანები მონაწილეობენ. გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანება, საქართველოში ირანის რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება,  ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები