ებრაელმა ჯარისკაცებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსთან პალესტინელი მოკლეს

ებრაელმა ჯარისკაცებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსთან პალესტინელი მოკლეს, რომელიც მათზე დანით თავდასხმას გეგმავდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. შემთხვევა ლტოლვილების ბანაკში მოხდა, სადაც ჯარისკაცები პატრულირებდნენ.

თავის მხრივ, პალესტინის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 32 წლის მოჰამედ ალ-სალაჰი სამხედროებმა „საკუთარი სახლის ეზოში ხელის აუკანკალებლადად მოკლეს“, მას ექვსი ტყვია აქვს მოხვედრილი.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სამხედროები პატრულირებას რეგულარულად ახორციელებენ და დღევანდელი რეიდი არ არის დაკავშირებული იერუსალიმში ორი დღის წინ მომხდარ ტერაქტთან, როდესაც პალესტინელი, რომელიც სატვირთო ავტომობილით გადაადგილდებოდა, სამხედროებს დაეჯახა და ოთხი ჯარისკაცი მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები