ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ეროვნული ვალუტის ოფიციალური ღირებულება 2.7403 ლარი გახდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7403 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7550 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0. 0147 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9023 ლარია. მაშინ, როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.8969 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0054 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები