თბილისის მერმა ავტობუსების ბაზის მშენებლობა დაათვალიერა (ფოტოკოლაჟი)

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დიდ დიღომში ავტობუსების ბაზის მშენებლობა დაათვალიერა. 377 ავტობუსზე გათვლილი ავტობაზა ევროპული ტექნოლოგიებით აღიჭურვება და იქ „მანის“ 143 ახალი ავტობუსი განთავსდება, რომელთა მიღება მარტში დასრულდება.
ამჟამად, ტენდერში გამარჯვებული შპს „დაგის“ სამშენებლო ჯგუფები ძირითადი ნაგებობების ფუნდამენტის ჩასხმას ამთავრებენ. ბაზისთვის გამოყოფილ 6 ჰექტარ მიწის ფართობზე ავტობუსების სადგომების გარდა, სერვისცენტრი, სამრეცხაო, ბენზინ და CNG ტექნოლოგიის გაზგასამართი სადგურები, ადმინისტრაციული და დამხმარე შენობები აიგება. თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ავტობაზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ბაზა ახალი ავტობუსებისთვის არის განკუთვნილი, შესაბამისად, იქ იქნება ყველა ტექნიკური პირობა, რათა ახალ ავტობუსებს მოვემსახუროთ. მათ შორის, გაზგასამართი სადგური, სამრეცხაო, ტექნიკური მომსახურების ცენტრი. სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა მას შემდეგ, რაც ყველა ავტობუსს მივიღებთ და შესაბამისი მიმართულებით გავუშვებთ, ადგილი მზად იყოს და მათი მომსახურება ახალი ბაზის პირობებში მოხდეს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ავტობაზაზე ახალი ავტობუსებისთვის ყველა სახის მომსახურების გაწევა იქნება შესაძლებელი. მათ შორის, ყოველდღიური სერვისი და კაპიტალური რემონტი. ავტობაზა 12-მეტრიანი „მანის“ ავტობუსების გარდა, საშუალო, 9  მეტრის სიგრძის ავტობუსების მიღებასაც შეძლებს.
დავით ნარმანიასთან ერთად, ავტობაზაზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალური დირექტორი ნუგზარ ჭეიშვილი და საბურთალოს გამგებელი ბექა მიქაუტაძე იმყოფებოდნენ.
დიდ დიღომში ავტობაზის მშენებლობა 2016 წლის ივლისის ბოლოს დაიწყო.
15977331_773325032821861_7519030632844485368_n 15895231_773325056155192_8495825984545321265_n 15894363_773324902821874_7272631622717568612_n 15895231_773324956155202_1205075814766226220_n 15977735_773325002821864_355677534289265146_n 15894686_773324969488534_8209616793185670541_n 15894504_773324896155208_1940539818006145800_n 15894994_773325072821857_7331214398613086067_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები