საქართველოს თავდაცვის ეკონომიკური გავლენა

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი რატი აბულაძე

 

გლობალური კონფლიქტური გარემო

გეოპოლიტიკური დაძაბულობა და რისკები გავლენას ახდენს გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ პერსპექტივებზე. მოკლევადიან პერსპექტივაში გლობალური ეკონომიკური პროგნოზი რჩება მგრძნობიარე გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და რისკებისადმი.
კვლევებით დასტურდება, რომ შეიარაღება და ვაჭრობა საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს. გლობალური მშვიდობის ინდექსით (global peace index), 163 ქვეყნის ძალადობა, კონფლიქტი და პოლიტიკური არასტაბილურობა 13.6 ტრლნ დოლარით ფასდება. სადაც, სახელმწიფოების შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯი 4.2 ტრლნ. დოლარს აჭარბებს. კონფლიქტებისაგან გამოწვეული ზიანი აღწევს 742 მლრდ. დოლარს, ხოლო სამხედრო ხარჯი 6.2 ტრლნ. დოლარს.
სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში, ცხელი წერტილებისა და ომში ჩართული ქვეყნების რაოდენობა 67-ს აღწევს, ხოლო პარტიზანი, ტერორისტულ-სეპარატისტული-ანარქისტული ჯგუფების რაოდენობა კი 745-ს შეადგენს.
კონფლიქტების დიდი ნაწილი მოდის ექსტრემისტულ ჯგუფებზე. შესაბამისად, ასეთი ჯგუფების მიზნები და იდეოლოგია რთულად ექვემდებარება დარეგულირებას.
რევოლუციურ ეპოქაში, კონფლიქტები გამოწვეულია კომპლექსური ფაქტორებით. თუმცა, აღნიშნული კონფლიქტების სწრაფი გადაჭრა ყოველთვის გართულებულია. შესაბამისად, ფორმირდება ახალი, უფრო დაბალანსებული წესრიგი.
არსებითია აღინიშნოს ისიც, რომ პოლიტიკურ დილემას წარმოადგენს ავტორიტარული რეჟიმების მიერ შეჩერებული კონფლიქტები, რომელიც რეპრესიული რეჟიმებით ქმნიან მშვიდობას.
თავდაცვის ეკონომიკური გავლენა მსოფლიოში

მსოფლიოში, კონფლიქტების კერების ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა სამხედრო პროდუქციაზე.
2016 წელს, გლობალურმა სამხედრო დანახარჯებმა 1.57 ტრლნ. დოლარი შეადგინა.
შედარებისათვის, 2012 წელს 1.756 ტრლნ. დოლარი იყო.
2015 წელს – 1.7 ტრლნ. დოლარი,  ხოლო პროგნოზით, 2025 წლისათვის გლობალური სამხედრო  ბიუჯეტი  2.4 ტრლნ. დოლარს მიაღწევს.
“The Washington post”-ის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე დიდი სამხედრო ბიუჯეტი გააჩნია აშშ-ს (597 მლრდ. დოლარი). შედარებისათვის, 14 ქვეყნის სამხედრო ხარჯი (სამხრეთ კორეა, იტალია, ავსტრალია, ბრაზილია, ისრაელი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, საუდის არაბეთი, იაპონია, ერაყი, საფრანგეთი, ჩინეთი და ინდოეთი) შეადგენს 664 მლრდ. დოლარს, ხოლო დანარჩენი მსოფლიოს სამხედრო ხარჯი  317 მლრდ. დოლარს აჭარბებს (2015).
2016  წელს თავდაცვისათვის, აშშ-ის  სამხედრო ხარჯებმა  622 მლრდ. დოლარი შეადგინა (რაც მსოფლიო ბიუჯეტის 40%-ია).  ჩინეთის – 191.7 მლრდ., დიდი ბრიტანეთის – 53.8 მლრდ., ინდოეთი – 60.7 მლრდ., საუდის არაბეთი – 48/7 მლრდ., რუსეთის ფედერაცია – 48.4 მლრდ., საფრანგეთი – 44.3 მლრდ., იაპონია – 41.7 მლრდ., გერმანია – 35.7 მლრდ., სამხრეთ კორეა – 33.5 მლრდ. ზემოაღნიშნული 10 ქვეყნის სამხედრო დანახარჯი  გლობალური ხარჯების 75%-ს შეადგენს.
არსებითია აღინიშნოს, რომ მსოფლიოში, იარაღის ძირითად ექსპორტიორებს წარმოადგენს (2011-2015წწ-ში): აშშ (უკავია ბაზრის 33%, რუსეთი (25%), ჩინეთი (უკავია ბაზრის 5.9%), საფრანგეთი (5.6%), გერმანია (4.7%), დიდი ბრიტანეთი  (4.5%), ესპანეთი (3.5%), იტალია (2.7%), უკრაინა (2.6%) და ნიდერლანდები (2.0%). ძირითად კლიენტებს კი წარმოადგენს საუდის არაბეთი, ინდოეთი,  პაკისტანი, მაროკო, ავსტრალია, არაბთა გაერთიანებული ემირატები. სამხრეთ კორეა, ერაყი, კატარი.
The Sweden-based Stockholm Peace Research Institute (SIPRI)-ის კვლევის თანახმად, რუსეთსა და აშშ-ს  მსოფლიო ბაზრის 58% უკავია. ხუთეულში შედის ჩინეთი, გერმანია და საფრანგეთი.
კვლევების თანახმად, აშშ-მა 40 მლრდ. დოლარის იარაღი გაყიდა. გლობალური დაძაბულობისა და ტერორისტული საფრთხეების ფონზე 2015 წელს იარაღით ვაჭრობა  80 მლრდ. დოლარამდე შემცირდა (2014 წელს 89 მლრდ.-ს შეადგენდა). ამასთან, აშშ-მა და საფრანგეთმა იარაღით ვაჭრობის ტემპი გაზარდეს. იარაღის ვაჭრობის ტემპების შემცირება განპირობებულია მსოფლიო ეკონომიკის შესუსტებით. ამასთან, ცალკეული ქვეყნის საბიუჯეტო პრობლემებმა მთავრობა შეზღუდა ახალი შეიარაღებისა და შეიარაღების სისტემების შეძენის მიმართულებით. ასევე, არსებული სისტემის გაუმჯობესების, ახლის გამოგონების, კვლევა-ძიების, მხარდამჭერი სერვისის მიმართულებით.
ამავე ინსტიტუტის კვლევის თანახმად,  არმიის ინდუსტრიაში, იარაღის ვაჭრობის მოცულობა 2011-2015 წწ.-ში 418 მლრდ.-დან  371 მლრდ. დოლარამდე შემცირდა.
მსოფლიოში სამხედრო-სერვისისა და იარაღის მწარმოებელი კომპანიებიდან შეიძლება აღინიშნოს: Lockheed Martin (იარაღის გაყიდვა $35490 მლნ., აშშ ), Boeing (იარაღის გაყიდვა $ 30700 მლნ., აშშ), BAE Systems (იარაღის გაყიდვა $ 26820  მლნ., დიდი ბრიტანეთი ), Raytheon (იარაღის გაყიდვა $ 21950 მლნ., აშშ ), Northrop Grumman (იარაღის გაყიდვა $ 20200 მლნ., აშშ ), General Dynamics (იარაღის გაყიდვა $ 18660 მლნ., აშშ ), EADS (იარაღის გაყიდვა $ 15740 მლნ., Trans-European),United Technologies (UTC) (იარაღის გაყიდვა $  11900 მლნ., აშშ), Finmeccanica (იარაღის გაყიდვა $ 10560 მლნ., იტალია), Thales (იარაღის გაყიდვა $ 10370 მლნ., საფრანგეთი), Almaz-Antey (იარაღის გაყიდვა $ 8030 მლნ., რუსეთი), Rolls-Royce (იარაღის გაყიდვა $  5550 მლნ., დიდი ბრიტანეთი), DCNS (იარაღის გაყიდვა $ 4460 მლნ., საფრანგეთი), United Aircraft Corporation (იარაღის გაყიდვა $  5530 მლნ., რუსეთი), United ShipBuilding Corporation (იარაღის გაყიდვა $  5120 მლნ., რუსეთი), General Electric (იარაღის გაყიდვა $ 3850 მლნ., აშშ), Leidos   (იარაღის გაყიდვა $ 3920 მლნ., აშშ), ITT exelis (იარაღის გაყიდვა $ 3560 მლნ., აშშ), Vertolety Rossii (იარაღის გაყიდვა $  3500 მლნ., რუსეთი).

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საექსპორტო სტრუქტურაში, წარმოდგენილია შემდეგი  სამხედრო პროდუქცია (2015 წელს):

  • სამოქალაქო თვითმფრინავები, ძრავები, მოწყობილობები და დეტალები (118.9 მლრდ. დოლარი);
  • სამხედრო თვითმფრინავები, ძრავები, მოწყობილობები და დეტალები (11.9 მლრდ. დოლარი);
  • საძიებო, დეტექტორები, ნავიგაციის ინსტრუმენტები (3.8 მლრდ. დოლარი);
  • რაკეტები, კოსმური აპარატები, რეაქტიული აგრეგატები, მოწყობილობები და დეტალები (3.1 მლრდ. დოლარი);
  • საბრძოლო იარაღი, სამხედრო აღჭურვილობა, საარტილერიო ქვემეხი და აქსესუარები (2.2 მლრდ. დოლარი);
  • გემები (1.98 მლრდ. დოლარი);
  • სამხედრო ბრონირებული ავტომობილები, ტანკები და ტანკის კომპონენტები (1.3 მლრდ. დოლარი) .

შეიძლება აღინიშნოს, რომ კონფლიქტების დიდი ნაწილის მოგვარება მოკლე დროში დიდ სირთულეს წარმოადგენს. შესაბამისად, მის დაძლევას განიხილავენ, როგორც ჰორიზონტალურად რამდენიმე მიმართულებით, ისე ვერტიკალურად სხვადასხვა დონეზე მოქმედებით.

აღსანიშნავია, რომ კიბერმსოფლიოს მასშტაბებისა და სირთულეების ზრდასთან ერთან, სახელმწიფოები, ნაციონალურ კიბერსივრცის დაცვისათვის ითვისებენ იმ ინსტრუმენტებსა და იარაღს, რომელიც საჭიროა შეტევითი, თავდაცვითი და სადაზვერვო მიზნებისათვის.

Transparency Market Research (TMR)-ს კვლევის ანგარიშით, მსოფლიოს კიბერიარაღის ბაზარი  390 მლრდ. დოლარს შეადგენს (2014), რომლის წლიური ზრდის ტემპი 4.4%-ს წარმოადგენს. პროგნოზით, 2021 წელს  521,9 მლრდ. დოლარს მიაღწევს. 2016 წელს თავდაცვითი კიბერიარაღს კიბერბაზრის 78.8%-ს შეადგენს.
გლობალური კვლევითი ორგანიზაციის Gartner-ის შეფასებით, მსოფლიოს IT დანახარჯები 2.77 ტრლნ. შეადგინა (2016 წელს), ხოლო IT-უსაფრთხოებაზე გაწეულმა დანახარჯმა – 75.4 მლრდ. დოლარი .
სხვადასხვა შეფასებით, გლობალური უთანასწორობის გადაჭრა და ძალადობის  შემცირება  1.36 ტრლნ. დოლარს საჭიროებს. აღნიშნული კი მსოფლიოს საკვები პროდუქტების ექსპორტის ექვივალენტს უტოლდება. პროგნოზით, 2017-2021 წწ-ში მსოფლიოს ხარჯები კიბერ პროდუქციასა და მომსახურებაზე 1 ტრლნ. დოლარს მიაღწევს.
Transparency Market Research (TMR) კვლევის თანახმად, მსოფლიოს კიბერიარაღის ბაზარზე, ძირითადი მოთამაშეებს წარმოადგენს: Boeing Company, Lockheed Martin Corporation, General Dynamics Corporation, Raytheon Company, BAE Systems plc, Northrop Grumman Corporation.14 

საქართველოს თავდაცვის ეკონომიკური გავლენა 

გლობალურ კონფრონტაციულ გარემოში, საქართველოს უწევს გლობალური და ლოკალური გამოწვევების პირობებში არსებობა. შესაბამისად, სახელმწიფო გამოწვევებზე რეაგირება შესაძლებელია სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის აქტიური გამოყენებით, საზოგადოების თავდაცვისუნარინობის ამაღლებით, თავდაცვითი მექანიზმების გააქტიურებითა და სამხედრო ხარჯების ზრდით, ანტიკრიზისული გეგმებითა და პოლიტიკით. შთამბეჭდავია, რომ დღეს ქვეყანას შეუძლია ლოკალური და გლობალური გამოწვევების შესაბამისი პროდუქციის წარმოება. ასეთი პროდუქცია კი წარმოადგენილია სამხედრო პროდუქციითა და ტექნოლოგიებით.
აღსანიშნავია, რომ Institute for Economics&Peace-ის კვლევის ანგარიშით, საქართველოში ძალადობის ლოკალიზაცია საჭიროებს 3,522 მლნ. დოლარს (2014 წლის მონაცემებით).1
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოს სამხედრო ხარჯები მშპ-ის 2.3%-ს შეადგენს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 748 მლნ. ლარს შეადგენს (2017 წ.). შედარებისათვის, 2016 წელს  670 მლნ. იყო, ხოლო 2015 წელს – 679.7 მლნ. ლარი. ამასთან, სამხედრო მრეწველობის განვითარებისათვის გამოყოფილია 28.3 მლნ. ლარი, ხოლო შეიარაღების საექსპორტო პოტენციალის ზრდის მიზნით, სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დაფინანსება 29.8 მლნ. ლარს შეადგენს.
ქვეყნისათვის, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების ექსპორტზე ორიენტირება უნდა განვიხილოთ, როგორც ნაციონალური ეკონომიკური პოლიტიკის საკვანძო ასპექტი, რაც ასახავს სამხედრო-ტექნიკურ უნარებსა და სამეცნიერო-კვლევით პოტენციალს, თავდაცვის ინდუსტრიის მასშტაბებებსა და განვითარების დონეს.
თვალსაჩინოა აღინიშნოს, რომ საქართველო ფლობს სამეცნიერო-კვლევით რესურსს, სამხედრო პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტირების დიდ პოტენციალს. ამის კლასიკური არგუმენტია სსიპ – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ პროდუქცია და პოტენციალი.19 პრაქტიკულად, ქვეყნისათვის თავდაცვისუნარიანობის ექსპორტს გააჩნია სტრატეგიული და ეკონომიკური ფასეულობა. ასევე, უზრუნველყოფს ნაციონალურ უსაფრთხოებას, შემოსავლებს, ქვეყნის ეკონომიკაში წვლილის შეტანას.
ამჟამად, საქართველოში იწარმოება შემდეგი სახის პროდუქცია: ჯავშანტექნიკა, ავიაცია, ინდივიდუალური შეიარაღება, საბრძოლო მასალები, საპოლიციო აღჭურვილობა, პერსონალური დაცვის საშუალებები, მოდერნიზაციის პროგრამები და სხვა პროდუქცია.

დელტას ხელმძღვანელობის განცხადებით, 2016 წელს დაიგეგმა 300 მლნ. ლარის პროდუქციის ექსპორტი. აღსანიშნავია, რომ ექსპორტზე გადის იარაღი და იარაღისაგან დაცვის საშუალებები. სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანები, დიდგორი, ჩაფხუტები და ჯავშანჟილეტები, უპილოტო ვერტფრენი (დრონი), სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები და სხვა პროდუქცია გადის ექსპორტზე.   მათ შორის უნდა აღინიშნოს საუდის არაბეთის სამეფოს მიერ შეძენილი სამედიცინო საევაკუაციო  ჯავშანმანქანები (100 მლნ. ღირებულებით).  მოლდავეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შეძენილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა (10 მილიონი დოლარის ღირებულებით). ქართული ჯარის აღჭურვა „დელტაში“ წარმოებული ჯავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საქართველო ბულგარეთიდან და მაკედონიიდან სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის რაკეტებს იძენდა, ხოლო 2016 წელს კი „დელტამ“ რაკეტების წარმოება და ექსპორტზე გატანა თავად დაიწყო. 

შეჯამება

მაშინ, როდესაც ქვეყანაში ფინანსური და ეკონომიკური გამოწვევების მიზეზებს გლობალურ კონფლიქტებსა და მეზობელ ქვეყნებში არსებულ გამოწვევებს მიაწერენ, ამ ფონზე სტრატეგიული აქცენტი უნდა გაკეთდეს სამხედრო წარმოების ზრდასა და მის საექსპორტო პოტენციალზე.

სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესების გარდა გააჩნია ექსპორტის კონტროლის სამართლებრივი ვალდებულებაც. სამხედრო პროდუქციის ექსპორტის კონტროლს გააჩნია დიდი ხნის ისტორია. ჯერ კიდევ 8 საუკუნეში, ფრანკთა სამეფოს იმპერატორმა კარლო დიდიმ, ფრანკთა ვაჭრებისათვის სიკვდილით დასჯა დააწესა ვიკინგებზე ხმლების გაყიდვის შემთხვევაში. დღეს, კი სახელმწიფოს გააჩნია  ვალდებულება, აკონტროლოს იარაღის მარშრუტი, იმისათვის რომ იარაღის კანონიერი გადაადგილება იქნას გარანტირებული და თავიდან იქნას აციებული მისი უცხო ხელში მოხვედრა.
გლობალური კონფლიქტების პირობებში, ქვეყნების დიდ ნაწილს აქვს სპეცსაშუალებებზე მოთხოვნა და სამხედრო პროდუქციის შეძენის საჭიროება. შესაბამისად, საქართველოს სჭირდება გლობალური პოლიტიკა, სტრატეგიული აქცენტი იარაღის საექსპორტო პოტენციალის ზრდისა და სამხედრო პროდუქციის ექსპორტით შემოსავლების მიღების მიზნით.
გლობალურ კიბერარქიტექტურაში, საქართველო წარდგენილი უნდა იქნას ნაციონალური მართვის კიბერიარაღით, კიბერკონფლიქტებთან ბრძოლის ნორმებითა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებით.
კიბერსივრცესთან წვდომის გლობალიზაციის პირობებში, ქვეყანას სჭირდება კიბერიარაღის შემუშავებაზე ორიენტირება. კიბერიარაღის შექმნა განპირობებული უნდა იქნას სტრატეგიული წარმატების უზრუნველყოფისათვის, თავდაცვისა და ეკონომიკური მიზნებით.
დაბოლოს, ქვეყანამ გეოპოლიტიკური ხელსაყრელობის გამოყენებით უნდა დასახოს ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლის მიღების გზები. ამასთან, გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ეკონომიკის გაძლიერებით შესაძლებელია გეოგრაფიული დომინანტური როლის ზრდაც.

გამოყენებული ლიტერატურა:

[1]Institute for Economics&Peace. Global Peace Index. 2016. http://static.visionofhumanity.org/sites/default/files/GPI%202016%20Report_2.pdf https://www.theguardian.com/global-development/2016/jun/08/conflict-and-terrorism-cost-the-world-trillions-says-global-peace-index

[1] http://www.warsintheworld.com/?page=static1258254223

[1] Chabba S..  Donald Trump May Increase US Military Spending; China, UK, India Follow In Defense Budgets. 12/14/16 AT 5:50 . International Business Times. http://www.ibtimes.com/donald-trump-may-increase-us-military-spending-china-uk-india-follow-defense-budgets-2460134

[1] http://www.globalissues.org/article/75/world-military-spending

[1] https://www.sipri.org/media/press-release/2016/world-military-spending-resumes-upward-course-says-sipri

[1] https://www.strategyanalytics.com/access-services/components/defense/market-data/report-detail/global-defence-budget-expenditure-forecast-2015—2025#.WGvzcdJ97IV

[1] https://www.washingtonpost.com/news/worldviews/wp/2015/02/11/chart-u-s-defense-spending-still-dwarfs-the-rest-of-the-world/?tid=a_inl&utm_term=.61fbcee67a8f

[1] http://news.ihsmarkit.com/press-release/2016s-15-trillion-global-defence-spend-kick-decade-growth-ihs-markit-says

[1] http://books.sipri.org/files/FS/SIPRIFS1602.pdf

[1] https://www.rt.com/business/333223-russia-global-arms-market/

[1] THOM SHANKERDEC. U.S. Sold $40 Billion in Weapons in 2015, Topping Global Market. dec 26, 2016

. http://www.nytimes.com/2016/12/26/us/politics/united-states-global-weapons-sales.html?_r=0

[1] https://www.sipri.org/databases/armsindustry

[1] https://www2.deloitte.com/content/dam/Deloitte/us/Documents/manufacturing/us-manufacturing-ad-export-competitiveness.pdf

[1] http://www.transparencymarketresearch.com/pressrelease/cyber-weapon-market.htm

[1] http://www.researchandmarkets.com/research/vpc9zj/global_cyber

[1] http://cybersecurityventures.com/cybersecurity-market-report/

[1] https://www.theguardian.com/global-development/2016/jun/08/conflict-and-terrorism-cost-the-world-trillions-says-global-peace-index

[1] http://data.worldbank.org/indicator/MS.MIL.XPND.GD.ZS?end=2015&start=1988

[1] http://mof.gov.ge/images/File/biujetis-kanoni2017/damtkicebuli/TAVI_VI.pdf

http://mof.gov.ge/images/File/biujetis-kanoni2017/damtkicebuli/ssipebi-29.11.2016.pdf

[1] Deloitte, Global Defense Outlook 2016. https://www2.deloitte.com/global/en/pages/public-sector/articles/gx-global-defense-outlook.html

[1] Andrew Dorman, Matthew Uttley and Benedict Wilkinson . A benefit, not a burden . The security, economic and strategic value of Britain’s defence industry. King’s College London, April 2015. http://www.kcl.ac.uk/sspp/policy-institute/publications/A-benefit-not-a-burden.pdf

[1] http://delta.gov.ge/

[1] საზოგადოებრივ რადიო. გადაცემა  „ერთად ევროპისაკენ“. უჩა ძოძუაშვილი . თემა: ქართული სამხედრო პროდუქციის წარმოება და მისი ექსპორტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. გამოქვეყნებულია: 2016-02-08, 16:10.  http://1tv.ge/ge/videos/view/157596.html

[1] http://delta.gov.ge/history/

[1] http://georgiatoday.ge/news/3396/Georgian-Delta-to-Increase-Export-to-GEL-300-Million

[1] https://mod.gov.ge/c/news/delta-javshanjiletebi

[1] http://ick.ge/articles/27860-i.html

[1]https://www.kent.ac.uk/economics/documents/GES%20Background%20Documents/Defence/Smith&Garcia-Alonso%20Law.pdf

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები