გორის რაიონში მომხდარ ავარიას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ სკრას ტერიტორიაზე მომხდარ ავარიას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. სავარაუდოდ, მძღოლს მანქანა მოყინულ გზაზე მოუცურდა და ხევში ჩავარდა. 3 წლის ბავშვი ადგილზე დაიღუპა, მშობლები და 11 წლის მოზარდი კი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებიან.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები