სერგო რატიანი: მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დაიშალოს “ნაციონალური მოძრაობა”

გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დაიშალოს პარტია. ”ნაციონალური მოძრაობა” უკვე გაყოფილია – გაყოფილია პარტია, გაყოფილია ფრაქცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა განუცხადა. რატიანმა აღნიშნა, რომ პარტიის დაშლის პროცესი ყრილობის ე.წ. საორგანიზაციო ექვსეულის შექმნით დაიწყო, რომელსაც პარტიის ერთი ფრთა ემორჩილება. ამასთან, მისივე თქმით, გუშინ საღამოს გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილს ესაუბრა.
“შედგა საუბარი, რომ გაგრძელდეს კონსულტაციები. სწორედ ამიტომ გიგი უგულავამ ითხოვა ფრაქციის სხდომის გადადება. ფრაქციის სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება”, – განაცხადა სერგო რატიანმა.
დღეს საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სხდომა უნდა გამართულიყო, სადაც ნიკა მელიას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი უნდა განეხილათ. ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამუშაო ოთახში, ფრაქციის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები