ჯონდი ბაღათურია: ნიკა გვარამია უაღრესად გამოცდილი, შტატიანი პროვოკატორია

“ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია რატი გაჩეჩილაძის დაკავებას გაუმართლებლად მიიჩნევს. ამის შესახებ ბაღათურია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
„აბსოლუტურ უსინდისობად მიმაჩნია რატი გაჩეჩილაძის დაკავება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ვიცნობ რატისაც და გვარამიასაც და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ კონფლიქტი გვარამიას პროვოცირებული იქნებოდა, რადგან ნიკა უაღრესად გამოცდილი, შტატიანი პროვოკატორია,” – წერს ჯონდი ბაღათურია.
7 იანვარს, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ერთ-ერთ რესტორანში თავს დაესხნენ. განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ლევან გაჩეჩილაძის შვილი, რატი გაჩეჩილაძე დააკავეს.
რატი გაჩეჩილაძეს სამართალდამცავები ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები