„ისლამური სახელმწიფოს” პრობლემა კაცობრიობის კეთილი ნების მატარებელმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ
მინდა გამოვხატო გულისტკივილი და შეშფოთება იმ ტერორისტული აქტის გამო, რომელიც გუშინ ისრაელში მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისრაელის პრეზიდენტ რუვენ რივლინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან რუვენ რივლინის პირადად მიუსამძიმრა იერუსალიმში მომხდარი ტერაქტის გამო.
„ჩვენ გვჯერა, რომ თანამშრომლობა კეთილი ნების ქვეყნებს შორის, რომელიც ეფუძნება ჩვენი სახელმწიფოებრიობის სტრატეგიული ინტერესების საქმიანობას, მიგვიყვანს ეფექტურ გადაწყვეტამდე ტერორიმზის პრობლემის, როგორც ამ კონკრეტული ტერორისტული აქტების, რომელიც ხდება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ასევე იმ გლობალური პრობლემის გადასაწყვეტად, რომელსაც ჰქვია „ისლამური სახელმწიფოს“ პრობლემა და რომელიც კაცობრიობის კეთილი ნების და ღირებულებების მატარებელმა ქვეყნებმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.