ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორის საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ვიცე-გუბერნატორის, კობა ქანთარიას საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც „ კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დამწვარია 130 კვადრატული მეტრის ფართობი.
ცეცხლი ავტოფარეხს და ოჯახის კუთვნილ ავტომობილსაც მოედო. ადგილზე ერთი სამაშველო ბრიგადა და ექვსი სახანძრო იყო მობილიზებული. ცეცხლი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები