ჟურნალისტი ნიკა გვარამიასთან დაკავშირებულ ინციდენტს “წარსულ ბოროტებას” უკავშირებს

ჟურნალისტი, დარეჯან ლიპარტელიანი “რუსთავი 2” -ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე საუბრისას წინა ხელისუფლების პერიოდს იხსენებს.
“ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ეს კაცის არამსგავსი არსება, ყველა დღე საცემია, ცხვირპირი უნდა აახიო და თავ-პირი გაუერთიანო…რაც დათესა, იმ ბოროტებას იმკის ახლა, ნაგავი! მლანძღეთ ახლა “ნაცებმა” და მისმა მომხრეებმა რამდენიც გინდათ, ვინმეს პეპლები არ აუფრინოთ!”,-წერს ლიპარტელიანი.
პოლიციამ 1986 წელს დაბადებული რატი გაჩეჩილაძე დააკავა.გამოძიების ინფორმაციით,ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს, თბილისში,რესტორან “დაინინგ რუმში” ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას,რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-3 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები