სოფელ შორაპანთან, სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები ფინალურ ეტაპზეა გადასული

სოფელ შორაპანთან, სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები ფინალურ ეტაპზეა გადასული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა.
ამ დროისათვის ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკადი გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები