უკრაინაში, დიდთოვლობის გამო, 70–ზე მეტი დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

დიდთოვლობის და ძლიერი ქარის გამო, უკრაინაში 70–ზე მეტი დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კერძოდ, დენის გარეშე ოდესის, ლვოვის, ხერსონის, ნიკოლაევის, კიევის და კიროვოგრადის ოლქების სოფლებია დარჩენილი. ამჟამად სტიქიით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრა მიმდინარეობს.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ოდესა – რენის ავტომაგისტრალზე 60 ავტომობილი გაიჭედა. უკრაინის რამდენიმე ოლქში ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვებია დაწესებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები