სოფელ შორაპანთან მიწა ჩამოიშალა – თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი ჩაკეტილია

ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპანთან რამდენიმე საათია გზა გადაკეტილია. თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეჩერებულია. გზის ამ მონაკვეთზე წუხელ, 11 საათისთვის, მიწა ჩამოიშალა. ფაქტი საპატრულო ეკიპაჟმა შენიშნა და გზა დროულად გადაიკეტა. შემთხვევისას არავინ დაშავებულა.
მოძრაობა ამ დროისთვის შემოვლითი გზებით – ხარაგაულის ან საჩხერის მიმართულებით ხორციელდება. გაწმენდითი სამუშაოები ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. როდის მოხდება მოძრაობის აღდგენა ჯერ -ჯერობით უცნობია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის გზების ადმინისტრირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის, გიორგი დოღონაძის ინფორმაციით, დიდი მოცულობის ქვების ჩამოშლა პერიოდულად ამჟამადაც ხდება, რაც სპეციალური ტექნიკის მუშაობას ხელს უშლის. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის იწყება ჩამოშლილი ქვების დაშლა. ასევე ელოდებიან გეოლოგების დასკვნას, რომლებმაც შემთხვევის ადგილი უკვე შეისწავლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები