კახა კალაძემ დაბა ყაზბეგში „ლარსი ჰესი“ გახსნა

  ახალი ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ცერემონიას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, ასევე ჰესის დეველოპერი კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ლარსის ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 19 მგვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 100 მლნ კვტ/საათს შეადგენს. ახალი ჰიდროელექტროსადგური დერივაციული ტიპისაა. კომპანიამ დაბა ყაზბეგში, მდინარე თერგზე „ლარსი ჰესის“ მშენებლობა 2011 წელს დაიწყო. ჰესის მშენებლობაში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. სამინისტროს ცნობით, „ლარსი ჰესის“ მშენებლობაზე 150 ადამიანი იყო დასაქმებული, მათი დიდი ნაწილი კი – ადგილობრივი მოსახლეობა. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ობიექტზე 40 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ჰესის ოპერირების მიზნით, კომპანიამ 110 კვ ქვესადგური ააშენა, რომელიც ელექტროსადგურს ცენტრალურ ენერგოსისტემასთან დააკავშირებს. „ლარსი ჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ენერგოსისტემას მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები