კორცხელში, წყლით სავსე ორმოში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

სამეგრელოში, კერძოდ კორცხელში, წყლით სავსე ორმოში 70 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. მომხდარს შსს-ში ადასტურებენ.
მათივე ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-4 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები