„ყაზტრანსგაზ-თბილისი” გაზმომარაგების ავარიულად შეწყვეტის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს

„ყაზტრანსგაზ-თბილისი” გაზმომარაგების ავარიულად შეწყვეტის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს.
როგორც „კვირას“ კომპანიიდან აცნობეს, დღეს 11:00 საათზე, სანზონის რიგ უბნებს ბუნებრივი აირის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აბონენტებს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის და მოუწოდებს, ონკანები იქონიონ გადაკეტილ მდგომარეობაში.
„დღეს, 11:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა სანზონის რაიონში, ერწოს ქუჩა №3, №3ა, №4-1, №4-2, №4-3, №4-4, №6, გურამიშვილის გამზირი №34, ხევისუბნის ქუჩა №12-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის და კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები