ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით 20 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი დაშავდა

ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანების გამო, დამწვრობის ცენტრს 20-მდე პირმა მიაკითხა, მათ შორის 4 ბავშვია.
როგორც „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, დაშავებულებს კლინიკაში, ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდათ. მისივე თქმით, პაციენტებს ძირითადად, ზედა კიდურების და სახის დამწვრობა ჰქონდათ მიღებული.
გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, 2 პაციენტი თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, რადგან მათ სხეულის დამწვრობასთან ერთად, სხვა სახის დაზიანებაც აღენიშნებოდათ.
როგორც “კვირას” თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ახალი წლის ღამიდან 2 იანვრის ჩათვლით, პიროტექნიკით დამწვრობის 54 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ორს თითების ამპუტაცია დასჭირდა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები