მიუზიკლი შობის ღამის სასწაულზე და სიურპრიზი “ენკი-ბენკისგან”

7 და 8 იანვარს, 15:00 საათზე, ენკი-ბენკის სატელევიზიო სკოლა-სტუდიის წარმოდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, მიუზიკლი შობის ღამის სასწაულზე და ჯადოსნურ ქალაქზეა, სადაც იკრიბება ყველა, ვისაც ოცნებების ახდენა სწადია. აქ მაყურებელს უამრავი პერსონაჟი, ლამაზი მუსიკა და საინტერესო ისტორიები ელოდება…
ეს არის მოგზაურობა ოცნებების ქალაქში ქალაქიდან გაუსვლელად.  და ბოლოს, – სიურპრიზი “ენკი-ბენკისგან”!
სპექტაკლზე მისული მაყურებლები მიიღებენ სამახსოვრო საჩუქრებს: საახალწლო სიმღერების კარაოკე დისკსა და ენკი-ბენკის უბის წიგნაკს.
კომპოზიტორები: მანანა მერაბიშვილი და გია მაჭარაშვილი
მონაწილეობენ: მსახიობები ნატუკა გულისაშვილი, ნიკა გაბელია, მომღერალი თიკო მოსემღვდლიშვილი, აგრეთვე, თოვლის პაპა და “ენკი-ბენკელები”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები