ფინანსთა სამინისტრო – სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 100 პროცენტით შესრულდა

სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 100 პროცენტით შესრულდა, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
უწყების ინფორმაციით, ასევე შესრულდა ხარჯვითი ნაწილიც და შესრულების მაჩვენებელი, 30 დეკემბერის მონაცემებით, 99,8%-ს შეადგენს.
მათივე ინფორმაციით, გადაჭარბებით შესრულდა ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებიც.
„ამასთან, გადაჭარბებამ დეკემბერში გაზრდილ გეგმასთან შეადგინა 46 მლნ ლარი, ხოლო 2016 წლის თავდაპირველ გეგმასთან – 101 მლნ ლარი“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები