კახა კალაძე: ენერგეტიკის სამინისტროში შემცირებები არ იგეგმება

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, მის უწყებაში ხარჯების შემცირება დაგეგმილია, თუმცა ადამიანების სამსახურიდან გაშვება არ მოხდება.
კალაძის თქმით, უწყებამ ხარჯების შემცირება ისე მოახრეხა, რომ გარკვეული კადრების გათავისუფლება სამსახურიდან არ მომხდარიყო.
“ენერგეტიკის სამინისტროში ხარჯების შემცირება დაგეგმილი გვაქვს, თუმცა ეს არ მოხდება ადამიანების გაშვების ხარჯზე. მე ძალიან კარგად მესმის რამდენად მტკივნეულია სამსახურიდან გაშვება. მე სამინისტროში გამოვნახე იმის რესურსი, რომ ეს არ მომხდარიყო”,- განაცხადა კალაძემ “იმედის” ეთერში.
მთავრობის მიერ გაცხადებული ე.წ. ოპტიმიზაციის პირობებში ყველა საჯარო უწყებაში ხარჯების შემცირება ხდება. რამდენიმე სამინისტრომ ოპტიმიზაციის ფარგლებში თანამშრომლების სამსახურიდან დაითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები