ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.6468 ლარია. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6562 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0094 ლარი შეადგინა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.7940 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7821 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0119 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები