შსს-ს თანამშრომლებმა მთელი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტ ოჯახს საახალწლო საჩუქრები გადასცეს – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საკუთარი ინიციატივითა და სახსრებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტ გაჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახს სურსათი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები, წიგნები, ტკბილეული, საახალწლო საჩუქრები გადასცეს და ახალი წელი მიულოცეს. შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გურჯაანის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრ „Life Line“-საც ეწვივნენ და ცენტრის ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პროდუქტები და საახალწლო საჩუქრები მიუტანეს. შსს-ს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი დაღუპული პოლიციელების ოჯახები მოინახულეს და საახალწლო ნობათი გადასცეს. შს სამინისტრო სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას ტრადიციულად, ყოველ წელს ახორციელებს. აღნიშნული აქცია მომავალშიც გააგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები