პრემიერი: სამსახურებს მიღმა დარჩენილ ადამიანებს ხელი შეეწყობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც უწყებების ოპტიმიზაციის გამო სამსახურის გარეშე დარჩებიან, ხელი შეეწყობათ.
მთავრობის მეთაურის თქმით, სოფლისა და ეკონომიკის მინისტრებისთვის მიცემულია მითითება, რათა სხვადასხვა პროგრამებში აღნიშნული ადამიანებისთვის სტიმული შეიქმნას.
„ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც დარჩა სამსახურის გარეშე, რაღაცა კუთხით ხელი შევუწყოთ. ზოგს მიეცა კომპენსაცია. მე მივეცი მითითება სოფლისა და ეკონომიკის მინისტრებს, რომ პროგრამებში – აწარმოე საქართველოში, სოფლის მეურნეობის აგროკრედიტის პროგრამებში – შევქმნათ დამატებითი სტიმულები, წამახალისებელი კომპონენტები შევიტანოთ სპეციალურად ასეთი ადამიანებისთვის, რომ მათ მივცეთ საშუალება ცხოვრება გააგრძელონ“,- განაცხადა კვირიკაშვილმა  გადაცემა „მოამბეში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები