პრემიერ-მინისტრი: საქართველო ევროკავშირს მნიშვნელოვნად დაუახლოვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ევროკავშირს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ქვეყნის მიღწევებზე საუბრისას განაცხადა.
„ეს იყო მართლა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა. ერთი თვის წინ ბრიუსელში ყველაზე წარმატებული ასოცირების საბჭო ჩატარდა, სადაც აღინიშნა ძალიან დიდი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ამ რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო ნამდვილად ჩემპიონია რეგიონში“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები