პრემიერ-მინისტრის თქმით, ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში ძირეული ცვლილებები მოხდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასული ოთხი წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში ძირეული ცვლილებები მოახდინა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ცვლილებები უპირველეს ყოვლისა ადამიანის უფლებებს შეეხებოდა.
„დღეს ბევრი ადამიანისთვის ცხადია, რომ ქვეყანა არასწორი განვითარების რელსებიდან აბსოლუტურად სწორი განვითარების რელსებზე დადგა. ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.  ვინც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყველამ ვიცით, რა სიტუაცია იყო ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით, მედიის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების თვალსაზრისით. ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ მეტი თავისუფლების განცდა შევქმენით ქვეყანაში. საკუთრების უფლება არის დაცული. ასევე, მივხედეთ ისეთ ძირეულ საკითხებს, როგორიც არის ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, სადაც დღეს სოფლის მოსახლეობის 50%-ზე მეტია დასაქმებული. ამ მიმართულებით კარგი პროგრესი გვაქვს. მე არასოდეს მითქვამს და არც ახლა ვიტყვი, რომ ქვეყანაში მანამდე ყველაფერი იყო ცუდი. რა თქმა უნდა, იყო ცუდიც და კარგიც, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელი ქვეყანაში აღარ იცხოვრებოდა. მე ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც ეს ცვლილება რომ არ მომხდარიყო, ქვეყანას ტოვებდა“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღეს ახალი ცვლილებების დროა, რომელიც ქვეყანაში ადამიანების კეთილდღეობის მოტანის თვალსაზრისით, ძირეულ გარდატეხას მოახდენს.
მთავრობის მეთაურმა ოთხპუნქტიან გეგმაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისი თქმით, ქვეყნის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები