თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ადამიანი დაშავდა – სასწრაფოს ბრიგადა „ოპელს“ შეეჯახა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვის უბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არიან დაშავებულებიც.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთმანეთს BMW-სა და „ფორდის“ მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ.
როგორც “კვირას“ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე 2 ბრიგადა გავიდა. ავარიის შედეგად სამი დაშავებული თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მათივე ინფორმაციით, გზად კიდევ ერთი ავარია მოხდა. კერძოდ, მსუბუქი ავტომანქანა „ოპელი“ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომანქანის მძღოლიც დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, სასწრაფოს ბრიგადის მანქანა „ოპელის“ მარკის ავტომანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა 1 პირი. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ორივე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გამოძიება სსკ-ის 276 – ე პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის ან ექპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები