მთავარი პროკურორის მოადგილემ სოციალურად დაუცველ ოჯახს დამდეგი 2017 წელი მიულოცა

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი წინასაახალწლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახს ეწვია და დამდეგი 2017 წელი მიულოცა.
გიორგი გაბიტაშვილმა სოციალურად დაუცველ გოგიტა და ეკატერინე გაგნიძეების ექვსშვილიან ოჯახს საქართველოს პროკურატურის სახელით საოჯახო ტექნიკა, ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები გადასცა. გაგნიძეების ოჯახის ყველა ბავშვს საახალწლო სურვილები შეუსრულდა და ის საჩუქრები მიიღეს, რაზეც ოცნებობდნენ. ყველაზე პატარა წევრმა – 4 წლის ბარბარემ კი, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს, მთავარი პროკურორის მოადგილისგან საჩუქრად ტორტი მიიღო. მან გიორგი გაბიტაშვილთან ერთად ტორტზე სანთლები ჩააქრო და სტუმრებისგან უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილები მიიღო.
ასევე, საქართველოს პროკურატურამ გაგნიძეების ოჯახს კომუნალური გადასახადები დაუფარა და ისინი 2017 წელს განათებულ სახლში შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები