კობა გვენეტაძე ოფიციალური კურსის დათვლაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დამატების ფაქტს განმარტავს

ოფიციალური კურსის დათვლაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დამატების ფაქტს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გამოეხმაურა და განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად იმ გარიგებების მოცულობა გაიზრდება, რომელიც ლარის კურსზე აისახება. როგორც გვენეტაძე აცხადებს, გარკვეული პერიოდი მიკროსაფინანსოების აქტივობებზე დაკვირვება მიმდინარეობდა.
„დაახლოებით ორი წელია უკვე 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მონაწილეობს ბლუმბერგის სისტემით ვაჭრობაში. ხდებოდა გარკვეულწილად დაკვირვება მათ აქტივობაზე და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ შემდეგი წლიდან უკვე ჩავრთოთ მათი აქტიურობა ლარის კურსის დათვლაში. მოცულობა გაიზრდება იმ გარიგებებით, რომელიც ასახვას ჰპოვებს ლარის კურსის გაანგარიშებაში“,-განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები