„2016 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 2.0% შეადგინა“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2016 წლის ნოემბრის საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს აქვეყნებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 2.0% შეადგინა. მათივე ინფორმაციით, 2016 წლის 11 თვის (იანვარი-ნოემბერი) საშუალო რეალურმა ზრდამ 2.4% შეადგინა.
“მშპ-ის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა 2016 წლის ნოემბრის თვეში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მაჩვენებლის ზრდამ. ამ მხრივ, მაღალი რეალური ზრდა დაფიქსირდა საკვები პროდუქტების წარმოების სექტორში, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია 2016 წლის ნოემბერში თხილის ექსპორტის ზრდასთან. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა უძრავი ქონების (როგორც პირველადი, ასევე არაპირველადი) რეგისტრაციის მაჩვენებელი. კერძოდ, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურად 33%-ით გაიზარდა, მაშინ, როდესაც 2015 წლის ნოემბერში ზრდა მხოლოდ 2.6% იყო. ეს ირიბად მიუთითებს უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდაზე, რაც თავის მხრივ აისახებოდა უძრავი ქონებით განხორციელებული ოპერაციების რეალურ ზრდაზე. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში. კერძოდ, საქართველოში ეკონომიკის 11 თვის საშუალო ზრდა 2.4%-ია, აზერბაიჯანი – (- 3.9%), რუსეთი – (- 0.7%), თურქეთი – 2.4%, სომხეთი – 2.3%”, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები