პატრიარქის სამკურნალოდ გერმანელი სპეციალისტი ჩამოვიდა

გერმანელი სპეციალისტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სამკურნალოდ საქართველოში ჩამოვიდა. როგორც ცნობილი გახდა, ექიმი პატრიარქის გერმანიაში გადაყვანის აუცილებლობას ვერ ხედავს. საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, პატრიარქის ექიმ ცისანა შარტავას განცხადებით, ბერლინის ჰელიოს კლინიკის სპეციალისტმა მამარტინ სტრიკმა ილია მეორის მონახულების დროს ქართველი ექიმების მკურნალობის ტაქტიკა მოიწონა.
„გერმანელი სპეციალისტის აზრით, ამ ეტაპზე უწმინდესის გერმანიაში გადაყვანისა და ოპერაციული ჩარევის საჭიროება არ არის. გერმანელმა ქირურგმა ქართველი ექიმების სამკურნალო ტაქტიკა ცალსახად მოიწონა და ამ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევაზე უარი განაცხადა. უწმინდესი თავს კარგად გრძნობს და ბევრი მაჩვენებელი უმჯობესდება. დინამიკა დადებითია“, – განაცხადა ცისანა შარტავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები