სოზარ სუბარი დევნილებს მიმართავს: თუ ვინმე ცდილობს ფულის გამოძალვას, მოვიდნენ ჩვენთან ან მივიდნენ სამართალდამცავებთან

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დევნილებს აფრთხილებს და ზუგდიდში დევნილებისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულების საკითხს ეხმაურება.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, სწორედ სამინისტროს უშუალო ჩართულობით მოხდა თაღლითების გამოვლენა.
„ძალიან ბევრი დევნილი ტყუვდება, ბინას გაგიკეთებთ თანხას თუ გადაიხდითო. მერე მოდიან და ჩვენთან ან პროკურატურაში ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას. სამართლიანობის აღდგენა მოხდება, როცა ამ თაღლითს დააკავებენ, მაგრამ დევნილებს თანხას არავინ დაუბრუნებს უკან. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ დევნილებს, ვაფრთხილებ, ვემუდარები, ნურავის ნუ დაუჯერებენ. როგორც კი ვინმე ცდილობს მათგან ფულის გამოძალვას, მოვიდნენ ჩვენთან ან მივიდნენ სამართალდამცავ ორგანოებთან. როგორც ჩანს, ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და მიუხედავად იმისა, რომ სამ თვეში ერთხელ ერთი ჯგუფის დაკავება ხდება, მაინც არიან ადამიანები, რომლებიც ამ თაღლითებს ენდობიან”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები