ჩინეთში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ყოფილ მაღალჩინოსანს კორუფციაში ბრალი წაუყენეს

ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის ყოფილ მოადგილეს მა ძიანს კორუფციაში ბრალი წაუყენეს. მას ქრთამის აღებაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, ძიანი თავისი ნათესავების ბიზნესს ეხმარებოდა.
მას წინააღმდეგ გამოძიება 2015 წლის იანვარში დაიწყო. მას, სავარაუდოდ, პატიმრობა ემუქრება.
ბოლო წლებში ჩინეთში საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები