დიმიტრი მედვედევმა აშშ-ის სანქციებს „ანტირუსული აგონია“ უწოდა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა შეერთებული შტატების ახალ სანქციებს „ანტირუსული აგონია“ უწოდა. ამის შესახებ მედვედევმა ტვიტერში დაწერა.
„სამწუხაროა, რომ ობამას ადმინისტრაცია, რომელიც მოღვაწეობას ჩვენთან თანამშრომლობის აღდგენით იწყებდა, მას ანტირუსული აგონიით ასრულებს“, – დაწერა მედვედევმა ტვიტერში.
ცნობისთვის, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ, 30 დეკემბრიდან, რუსეთს, კიბერშეტევების გამო, ახალი სანქციები დაუწესა. შესაბამის ბრძანებულებას ხელი მოაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. „შავ სიაში“ ექვსი ფიზიკური პირი, ხუთი უწყება და ორგანიზაციაა შეყვანილი. ესენია რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამსახურის უფროსი იგორ კორობკოვი, ასევე უწყების მაღალჩინოსნები იგორ კოსტიუხოვი, ვლადიმერ ალექსეევი და სერგეი გიზუნოვი. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური და მთავარი სადაზვერვო სამსახური ასევე სანქციებშია მითითებული. მათ გარდა, აქ ჩამოთვლილია „სპეციალური ტექნოლოგიური ცენტრი“, „ცორ სექიურითი“, „მონაცემთა დამუშავების სისტემის დიზაინერების პროფესიული ასოციაცია“ და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები