ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ადვოკატები“ პორტალი “კვირა“ დააჯილდოვა (ფოტოკოლაჟი)

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 2016 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიება გამართა, სადაც სასამართლო ინსტანციის, საჯარო და კერძო სფეროს წარმომადგენლები და ჟურნალისტური კორპუსი სპეციალურ ნომინაციებში დააჯილდოვა. “ახალგაზრდა ადვოკატების“ ჯილდო ნომინაციაში “ღია საზოგადოების მხარდამჭერი“ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ “კვირას“ და “კვირას“ პრესკლუბს გადაეცა.

ორგანიზაციამ 2016 წლის საქმიანობის შესახებ მომზადებული ჟურნალის პრეზენტაციაც გამართა, საზოგადოებას წარუდგინა თავისი საქმიანობის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ასევე ახალი ინიციატივები და წინადადებები, რომლებიც „ახალგაზრდა ადვოკატების“ 2017 წლის საქმიანობას და პრიორიტეტებს განსაზღვრავს.

როგორც “კვირას“ “ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განუცხადა, ნომინირება მაღალი საზოგადოებრივი ნდობის სტასტუსიდან გამომდინარე მოხდა. „დაჯილდოვდა სხვადასხვა მედიასაშუალება, მათ შორის პორტალი “კვირა“ და “კვირას“ პრესკლუბი. ორგანიზაციისთვის 2016 წელი იყო ნაყოფიერი და პროდუქტიული.

“ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდის გადაწყვეტილებით, 2017 წელი, საქმიანობის თვალსაზრისით, გამოვაცხადეთ სასამართლოს წლად. ჩვენ მომდევნო წელს ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მართლმსაჯულება იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი მოსამართლეებით, რომელთა გადაწყვეტილებებიც პოლიტიკაზე არ იქნება დამოკიდებული. 2016 წელს ამ თვალსაზრისით, ყველაზე ღია საჯარო სასამართლო ინსტანციის ნომინაცია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაეცა. ჩვენ შევისწავლეთ ამ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საქმეთა განხილვის პერიოდიკა და ის ამ თვალსაზრისით, ყველაზე მოწესრიგებული სასამართლო ინსტანცია აღმოჩნდა ამ წელს. ჩვენ მომავალ წელსაც ყველაფერ გავაკეთებთ რომ მოსამართლეები და სასამართლო ინსტანცია დავარწმუნოთ, რომ სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ქვეყანაში ადგილი და მათი გადაწყვეტილებები სამართლიანობის აღდგენისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მეტიც, საზოგადოების სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანესი“, -განუცხადა “კვირას“ არჩილ კაიკაციშვილმა.

შეხვედრას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ჟურნალისტური კორპუსი, ორგანიზაციის პარტნიორები და მეგობრები დაესწრნენ. ორგანიზაციამ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოვალეობები და ვალდებულებები კეთილსინდისიერად შეასრულეს.

15750208_1784731941787374_1011621627_n

15782067_1784731988454036_2027410099_n

15782108_1784731898454045_604457668_n

15782382_1784732011787367_1333635487_n

15782787_1784732035120698_1593930567_n

15782803_1784731911787377_1904759153_n

15800893_1784731998454035_1277831657_n

15801134_1784731955120706_453584572_n

15801142_1784731931787375_457685840_n

15801400_1784731871787381_385734213_n

15801469_1784732061787362_86956019_n

15801683_1784731881787380_658847831_n

15801686_1784731888454046_650313142_n

15801704_1784731978454037_469338693_n

15801820_1784731848454050_1829702863_n-1

15820188_1784731808454054_545408666_n

15820212_1784732048454030_1243327549_n

15820296_1784732025120699_1116672147_n

15820331_1784731861787382_1607831661_n

15820417_1784731828454052_969662887_n

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები