პესკოვი – შეერთებული შტატები სანქციებზე ადეკვატურ პასუხს მიიღებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეერთებული შტატების სანქციებს მოსკოვი ადეკვატურად უპასუხებს.  ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვმა განაცხადა, რომ საპასუხო ზომები ადეკვატური იქნება. „ ამ ზომებს რუსეთის პრეზიდენტი განსაზღვრავს“ – განაცხადა პუტინი პრესმდივანმა.
პრეზიდენტის პრესმდივანმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას ბარაკ ობამას ადმინისტრაციის აგრესიულობის გამოვლინება უწოდა. მისი თქმით, მოქმედი ადმინისტრაციის მოქმედების პროგნოზირება შეუძლებელია.
პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა კატეგორიულად უარყო ვერსია, რომ აშშ-ის “დემოკრატიულ პარტიაზე” და ჰილარი კლინტონის შტაბზე განხორციელებული კიბერშეტევების უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები