2016 წლის ნოემბერში მშპ-ს ზრდის ტემპმა 2%, ხოლო 2016 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,4 % შეადგინა

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის ნოემბერში მშპ-ს ზრდის ტემპმა 2%, ხოლო 2016 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,4 % შეადგინა.
სტატისტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად.
“შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს”, – ნათქვამია საქსტატის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები