ლევან დავითაშვილმა 2016 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შესრულებული საქმიანობა შეაჯამა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2016 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შესრულებული საქმიანობის ძირითად  შედეგებზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2016 წელს ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გაერთიანდა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ყველა პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება. 2016 წელს, 154 ახალი საწარმოდან, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გაიხსნა 21.
“შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 2016 წელს გაცემული სესხები;
აგროსექტორით საბანკო სისტემის დაინტერესება და მათი პროექტში ჩართვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რაც სოფლის მეურნეობის დარგის განვითრებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, მეწარმეებისა და ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდა იაფი ფინანსური რესურსი. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გაიცა: საბრუნავი საშუალების მიზნობრიობით: 275,834 ლარის ღირებულების 3 სესხი, 1,120,699 დოლარის ღირებულების 10 სესხი, ძირითადი საშუალების მიზნობრიობით: 45,609,703 ლარის ღირებულების 868 სესხი, 40,972,026 დოლარის ღირებულების 749 სესხი”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, განხორციელდა პროგრამა “დანერგე მომავალი”, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიან გამოყენებას მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით. პროექტის ფარგლებში დამტკიცებულია ბაღების 265 და 3 სანერგე მეურნეობის განაცხადი. ბაღების კომპონენტში გაშენებული ფართობი შეადგენს 1,623 ჰა-ს. სააგენტოს დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 7,448,340 ლარი. სანერგე მეურნეობების გასაშენებელი ფართობი შეადგენს 5 ჰა-ს, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსება – 165,449 ლარს.
*აგროდაზღვევის პროგრამა
აგროდაზღვევის პროექტის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და რისკების შემცირებაა. 2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაცემულია 18,795 პოლისი. დაიზღვა 133,499,583 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა. დაზღვეული მიწის ფართობი შეადგენს 15,472 ჰა. სააგენტოს გადასახდელი პრემია შეადგენს 8,304,827 ლარს. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოთა თანადაფინანსების პროექტი;
პროექტის ფარგლებში, დაფინანსება გაიცემა ახალი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების შექმნის მიზნით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2016 წელს დამტკიცებულია 16 პროექტი, საიდანაც 3 პროექტი დამტკიცდა შემნახველ საწარმოთა კომპონენტის ფარგლებში. საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 9,600,495 აშშ დოლარს, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსება 3,330,690 აშშ დოლარს”, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, განხორციელდა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა. ჩაის, როგორც აგრარული კულტურის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიოჩაი) წარმოების ზრდის ხელშეწყობის შედეგად, ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დამტკიცებულია 9 განაცხადი. ჯამური ფართობი შეადგენს 186 ჰა. პროექტების ჯამური ღირებულება შეადგენს 462,980 ლარს, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს 335,338 ლარს.
*მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი
4 წლიანი პროგრამის განხორციელების შედეგად, პრაქტიკულად მიტოვებულ, ყამირად ქცეულ მიწებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება დაუბრუნდათ. პირველ ეტაპზე (2013 წელს), ფერმერებმა და გლეხებმა სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ მიიღეს სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი; პროგრამის ფარგლებში დამზადდა საბანკო ბარათი, ე.წ. „აგრობარათი“. 2016 წელს მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში განისაზღვრა 772,626 ბენეფიციარი. 2016 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით ათვისებულ იქნა 50,708,930 ლარის ღირებულების სარგებელი. დამუშავდა 222,263 ჰა სასოფლო–სამეურნეო მიწის ფართობი.
*საქართველოს მელიორაცია
2016 წელს ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 35 სარეაბილიტაციო პროექტი; რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა 296 კილომეტრ სამელიორაციო არხს; ტექნიკური ექსპლუატაციის ფარგლებში მოწესრიგდა 1 623 კილომეტრი სამელიორაციო არხი; წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 111 800 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებლი 34 400 ჰექტრამდე გაიზარდა;
*ქართული ღვინის პოპულარიზაცია და მარკეტინგი;
2016 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 50-მდე ღონისძიებაზე მსოფლიოს 11 ქვეყანაში: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, აშშ, იაპონია, ჩინეთი/ჰონგ-კონგი და ირლანდია. დღეისათვის ჩინეთში 40-მდე ქართული ღვინის სხვადასხვა ობიექტი (ქართული ღვინის სახლი, სალონი, მაღაზია და ა.შ.) ფუნქციონირებს.
უცხოურ ბაზრებთან ერთად მნიშვნელოვანია საქართველოს ბაზრის პოტენციალის ათვისება, რომელიც მოიცავს ბოთლში ჩამოსხმული ღვინის მოხმარების კულტურის დანერგვასა და ღვინის შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას. 2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 49 ქვეყანაში ექსპორტირებულია 49 065 105 ბოთლი ღვინო და 10 194 607 ბოთლი ბრენდი. (იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ექსპორტირებულია 45 628 091 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 40%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს).

• რთველი – 2016
სულ საქართველოს მასშტაბით ინდუსტრიულად გადამუშავდა 115,2 ათასი ტონა ყურძენი, მოსახლეობის შემოსავლებმა შეადგინა 101,1 მლნ ლარი.
• ვენახების კადასტრის პროგრამა
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების უწყებრივი კადასტრის პროგრამის განხორციელება 2014 წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან დაიწყო. 2016 წელს საკადასტრო სამუშაოები კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში განხორციელდა – არიღიცხა 5477,2 ჰა ვენახი. 2017 წელს საკადასტრო სამუშაოები გაგრძელება იგეგმება კახეთის რეგიონში (ახმეტის მუნიციპალიტეტში).
• ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა და პოპულარიზაცია
მიმდინარეობს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევისა და პოპულარიზაციის“ პროექტი. განხორციელდა ერთი არქეოლოგიური ექსპედიცია შულავერში, ეროვნული მუზეუმის და ტორონტოს უნივერსიტეტის 37 მკვლევარის მონაწილეობით. ახალი არტეფაქტები დაიგზავნა შესაბამის ლაბორატორიებში; გამოქვეყნდა სამეცნიერო და საპრომოციო სტატიები; მომზადდა მოხსენება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესზე;
• სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო
2016 წელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მიენიჭა 484 კოოპერატივს. რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 9 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოო დანადგარები გადაეცა, რომლებიც აღჭურვილი იქნება ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით. კოოპერატივებმა, ასევე მიიღეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა; „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, 166 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცა 13 941 სკა, 28 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 28 ერთეული თაფლის საწური (ციბრუტი), ასევე 28 კოოპერატივიდან თითოეულმა მიიღო 2200 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ავზები. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში, 207 სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი დაკმაყოფილდა 265 აგროკომპლექტით.
• სურსათის ეროვნული სააგენტო
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ თაფლის სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ევროკავშირმა საქართველო მესამე ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, რის შედეგადაც ქართული თაფლი ევროპის ბაზარზე გავა.
საბჭოთა პერიოდის შემდეგ, პირველად მიმდინარეობს ბრუცელოზის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია (ამ დროისთვის 33 ათასი პირუტყვია ვაქცინირებული), პარალელურად მიმდინარეობს დაავადების სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა).
გაიზარდა ვეტერინარული ღონისძიებები და ცხოველთა მასობრივი ვაქცინაცია შემდეგ დაავადებებზე: თურქული, ჯილეხი, ცოფი, ბრუცელოზი, ცხვრისა და თხის ყვავილი, ნოდულარული დერმატიტი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ვაქცინაციის შედეგად, ცხოველებში და ადამიანებში ჯილეხის და ყირიმ კონგოს შემთხვევები ორჯერ შემცირდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მეორე წელია ცოფით ადამიანის დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
მცენარეთა დაცვის მიზნით, 30 ათას ჰექტარზე განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ქიმიური წამლობები განხორციელდა. მავნებლების გავრცელების კერებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დამუშავებულ ფართობებზე შენარჩუნდა მოსავალი და მწვანე საფარი.
გააქტიურდა პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი. 2016 წელს ქვეყნის ტერიტორიაზე არარეგისტრირებული პრეპარატის რეალიზაციის ფაქტი არ გამოვლენილა.
• საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია
გაფართოვდა ლაბორატორიული კვლევების სპექტრი და გაიზარდა ხარისხი. რეგიონულ ლაბორატორიებთან (თბილისი, ახალციხე, ქუთაისი) ერთად საერთაშორისო ISO 17025 აკრედიტაცია მიიღო ხუთმა რეგიონულმა ლაბორატორიამ. ლაბორატორიულ ქსელში დაინერგა ISO 9001-ის შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემა. გაძლიერდა რეგიონული ლაბორატორიები. ახალი ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა ბიზნესოპერატორებისათვის და ფერმერებისათვის ადგილობრივად განხორციელდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი კვლევები.
დასრულდა დუშეთის რეგიონული ლაბორატორიის ახალი შენობის მშენებლობა (დამფინანსებელი და შემსრულებელი აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო).
2016 წლის თებერვალში დასრულდა მარნეულის რეგიონული ლაბორატორიის ახალი შენობის ექსპლუატაციაში გადაცემა (დამფინანსებელი და შემსრულებელი აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო).
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო -კვლევითი ცენტრი
საქართველოს 5 რეგიონში გაშენდა ვაზისა და ხეხილის 5 საკოლექციო ნარგაობა;
ქვეყანაში არსებული სათესლე და სარგავი მასალებისა და მათი მწარმოებელი მეურნეობების შესაძლებლობის გაცნობის მიზნით, შესწავლილია 40-მდე სანერგე და 15 სათესლე მეურნეობის ზოგადი მდგომარეობა; გაცემულია ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი 76 სერტიფიკატი და 22 000-მდე სერტიფიცირებული სათესლე მასალის აღმნიშვნელი ეტიკეტი; სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე შექმნილია ტიპური კახური ღორის პირველი რიგის რეპროდუქტორი. მარცვლეულ და ბოსტნეულ კულტურებში გამოიცადა ადგილობრივი და უცხოური წარმოების 37 ბიოპრეპარატი;
ექსტენციის პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის რეგიონებში გადამზადდა 600-მდე ფერმერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები