რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ახალ სანქციებს კონტრპროდუქტიულს უწოდებს 

აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები კონტრპროდუქტიულია. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსს“  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა საკითხებში რწმუნებულმა კონსტანტინე დოლგოვმა განუცხადა.
მისი თქმით, სანქციების მიზანია ორმხრივი ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენება.
„სანქციებთან დაკავშირებული ისტერია იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედ ადმინისტრაციას სივრცეში ორიენტაცია აქვს დაკარგული,“ – განაცხადა დოლგოვმა.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ, 30 დეკემბრიდან, რუსეთს, კიბერშეტევების გამო, ახალი სანქციები დაუწესა. შესაბამის ბრძანებულებას აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოაწერა ხელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები