ბრაზილიაში, საბერძნეთის დაკარგული ელჩის ავტომობილში, დამწვარი გვამი იპოვეს
ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დაკარგული საბერძნეთის ელჩის ავტომობილი აღმოაჩინა, რომელშიც დამწვარი გვამია ნაპოვნი.
59 წლის საბერძნეთის ელჩი, სამი დღის წინ, ქალაქ ბრაზილიიდან რიო-დე-ჟანეიროში მგზავრობისას დაიკარგა.
პოლიცია ექსპერტიზის შედეგებს ელოდება, რომელიც დაადგენს იყო თუ არა მანქანაში ელჩის გვამი ნაპოვნი. გამომძიებლები აცხადებენ, რომ ელჩის გატაცება სავარაუდოდ არ მომხდარა, ვინაიდან გამოსასყიდი არავის მოუთხოვია.