სირიაში 30 დეკემბრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა

სირიაში 30 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
როგორც 29 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, სირიის მთავრობასა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყება.
როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, სირიის ოპოზიციასა და ბაშარ ასადის რეჟიმს შორის, თურქეთის შუამავლობით, ორი თვის განმავლობაში მოლაპარაკება მიმდინარეობდა, რის შედეგად სამშვიდობო შეთანხმება შესაძლებელი გახდა.
ასადის რეჟიმის და სირიის ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრა, იანვრის შუა რიცხვებში, ყაზახეთში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები